ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ფრონტზე შექმნილი ვითარება განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩაატარა, რომლის დროს ფრონტზე შექმნილი ვითარება განიხილეს. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ Telegram-ზე გამოაქვეყნა.

„სამხედრო კომიტეტი. ადამიანთა ვიწრო წრე. საკითხთა ვიწრო წრე. დღეს მხოლოდ ფრონტზე ვისაუბრეთ: კონტრშეტევის გაგრძელება, მიმართულებები, პროგნოზები, მომარაგება, იარაღი და საბრძოლო მასალა, საკუთარი წარმოება, სადაზვერვო ინფორმაცია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ყურადღება ასევე მოწინააღმდეგის საპასუხო მოქმედებებზე მომზადებას დაეთმო: სიმაგრეების აგება, შესაბამის უბნებზე სამხედროების გაძლიერება, დაზვერვის მონაცემები თარიღებზე და მიმართულებებზე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა