Focus Taiwan - ტაივანი ჩინეთის შესაძლო შეჭრის მოგერიებისთვის რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გამოცდილების საფუძველზე მოემზადება

ტაივანი ჩინეთის შესაძლო შეჭრის მოგერიებისთვის რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გამოცდილების საფუძველზე მოემზადება.

განცხადებას ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ბიულეტენზე დაყრდნობით, Focus Taiwan-ი ავრცელებს.

„ტაივანის შეიარაღებული ძალები ევროპაში ომის გამოცდილებაზე ისწავლიან, კერძოდ, სწავლება ომის ასიმეტრიული წარმოებისთვის პოტენციალის გაზრდასა და აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მთელი საზოგადოების ჩართულობაზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას შეეხება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე ბიულეტენში გათვალისწინებულია, რომ ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, ჰიბრიდული ომისთვის ემზადება და ამაში არა მარტო ტრადიციულ სამხედრო ძალას გამოიყენებს, არამედ კიბერნეტიკულ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ და სხვა ომებს მიმართავს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მაგალითზე სწავლებით, თავის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას ტაივანი სამობილიზაციო რეზერვების რეფორმირებისა და წინააღმდეგობის გაწევაში მოსახლეობის ჩართულობის გზით გეგმავს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს