უკრაინის პრემიერი - ჩვენ არ ვაპირებთ პოლონელი ფერმერებისთვის ზარალის მიყენებას - სავაჭრო სამართლის დარღვევის შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მივმართოთ

პოლონეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შემთხვევაში, უკრაინა ტარიფებსა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევით გამოწვეული ზარალის კომპენსირების მოთხოვნით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინა, ომისა და რუსეთის მიერ პორტების ბლოკირების მიუხედავად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს იცავს.

„ჩვენ არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ პოლონელი ფერმერებისთვის ზარალის მიყენებას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოლონელი ხალხის და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას! მაგრამ სავაჭრო სამართლის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც წინასაარჩევნო პოლიტიკური პოპულიზმით არის გამოწვეული, უკრაინა იძულებული იქნება ზარალის კომპენსირების მოთხოვნით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართოს", – დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი უკრაინულ აგროიმპორტთან დაკავშირებით, პოლონეთი არ დაუშვებს ქვეყანა „უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს