ანონსი  13 სექტემბერი

13 სექტემბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიის და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ინიციატივით, ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველი ერთობლივი კონფერენცია: „თირკმლისა და სხვა ორგანოთა ტრანსპლანტაციის განვითარების სტრატეგია: გზამკვლევი ცოცხალი დონაციიდან გვამურზე გადასასვლელად“.

მის: ვაჟა-ფშაველას N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული.

საკონტაქტო: ნინო ბუაძე - 593494995

13 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილი რეგულაციები:

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, ზამთარში ცალკეულ ზონებში, გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავები, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო იქნება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

თემა: კანცელარიასთან ღარიბაშვილის ფრენის გაპროტესტების ეპიზოდზე.

მის აღმაშენებლის ხეივანი #64

საკ: ლაშა ტყეშელაძე 557 559 559

13 სექტემბერს, 12:00 საათზე, უკრაინული სახლი საზეიმოდ გაიხსნება, რომლის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა.

უკრაინული სახლის საზეიმო გახსნას დაესწრებიან: გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი; უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა; UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა; ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი.

მის: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. 8

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907, ნინო წითლანაძე - 593 75 03 49

13 სექტემბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „აშშ-ს სამხედრო ბაზები საქართველოში“.

მის: საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

13 სექტემბერს, 12:30 საათზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)

13 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13 სექტემბერს, 14:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების

განთავსებაზე“.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96

13 სექტემბერს, 16:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, ნიკა მელიას განცხადებას უპასუხებს.

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო