ევროპული საბჭო უკრაინისთვის მიყენებული ზარალის გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით რეესტრს ქმნის

ევროპულმა საბჭომ უკრაინის ომის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაწესების მიზნით რეესტრი შექმნა, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

რეესტრი შეიქმნა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული კონფერენციის დროს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელიც ასახავს პრინციპების სერიას („რიგის პრინციპები“) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის მისაღწევად და ომის ყველა მსხვერპლისთვის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს განმარტებით, ეგრეთ წოდებული ზიანის რეესტრი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც შექმნილია „იმისათვის, რომ ჩაიწეროს მტკიცებულებები და პრეტენზიები ზიანის, დანაკარგის ან დაზიანების შესახებ, რომელიც მიყენებული აქვს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ჩადენილია უკრაინაში, ან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საერთაშორისო უსამართლო ქმედებებით“, - აცხადებენ საბჭოში.

განცხადების თანახმად, რეესტრის ბიუჯეტი „ფინანსდება მონაწილე სახელმწიფოების წლიური შეფასებული შენატანებით, ასევე ნებაყოფლობითი შენატანებით“.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ ორშაბათს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა. 77% - ომს გაქცეული მოქალაქეების ევროკავშირის ტერიტორიაზე მიღების მომხრეა, 71% კი - რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის