დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს თურქეთში ორდღიანი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმს კლევერლი ჩადის.

„13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი, ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თურქული მედიის ინფორმაციით, საუბარი ასევე უკრაინაში ომს და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შეეხება.

დღეს ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება.

„მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის ინიციატივის და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“, - აღნიშნავს თურქული NTV.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება