CNN - კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრის წინ ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

იაპონიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, რაკეტების გაშვება რამდენიმე წუთის ინტერვალით განხორციელდა.

CNN აღსანიშნავს, რომ ბალისტიკური რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის მეთაურების შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე განხორციელდა, რომლებსაც ორივე ლიდერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ორივე მსოფლიო არენაზე სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა