უკრაინის დაზვერვა სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი რუსული ხომალდის დაზიანებას ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი რუსული ხომალდის დაზიანებას ადასტურებს.

„ქალაქ სევასტოპოლში დაზიანებულია ორჯონიკიძის სახელობის გემების სარემონტო ქარხანა, კერძოდ მოწყობილობა. თუ ვისაუბრებთ მცურავ საშუალებებზე, ახლა შეგვიძლია დიდი სადესანტო ხომალდისა და წყალქვეშა ნავის დაზიანების დადასტურება“, - განაცხადეს დაზვერვაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშუკმა წარმატებული საბრძოლო ოპერაციისთვის საჰაერო ძალების პილოტებს მადლობა გადაუხადა და ასეთი ოპერაციების გაგრძელება დააანონსა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს