ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებზეც უნდა გავრცელდეს

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებზეც უნდა გავრცელდეს, რაც რეფორმირებისთვის მათი ძალისხმევის მხარდაჭერა გახდება, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამართლის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის ევროკავშირის საფუძველი იქნება და ამიტომ სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშები ევროკომისიის ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ეს ყოველწლიური ანგარიშები წევრ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს, რადგან პროგრესისა და პრობლემების განსაზღვრაში გვეხმარება. მე მჯერა, რომ იგივე შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის. აი, რატომ ვარ მოხარული გამოვაცხადო, რომ ანგარიშებს გაწევრიანების პროცესში მყოფ იმ ქვეყნებსაც გავუხსნით, რომლებსაც პროგრესი კიდევ უფრო სწრაფად უნდათ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება კანდიდატ ქვეყნებს წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში დააყენებს და რეფორმირებისთვის მათ ძალისხმევას მხარს დაუჭერს.

„ეს იმის გარანტი იქნება, რომ ჩვენი მომავალი – ყველასთვის თავისუფლების, უფლებებისა და ფასეულობების კავშირია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო