გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების დიდი პაკეტი გადასცა, რომელიც Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, განაღმვის ტანკებს და საარტილერიო ჭურვებს შეიცავს.

მედიის ცნობით, პაკეტში შესული შეიარაღების განახლებული სია გერმანიის ფედერაციული მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.

„პაკეტი Marder-ის ტიპის 20 ჯავშანტრანსპორტიორს, შესაბამისი საბრძოლო მასალით (მანამდე გერმანიამ უკრაინას 40 ასეთი მანქანა გადასცა); WISENT 1-ის ტიპის 2 განაღმვის ტანკი (საერთო ჯამში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე 8 ასეთი ტანკი ჰყავს); დიდი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი ნახევარმისაბმელი 8x8 HX81 და 4 ნახევარმისაბმელი (მანამდე უკრაინას შესაბამისად 50 და 41 ერთეული გადაეცა); 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება (სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები, ყველგანმავლები); 5 სატვირთო მანქანა 8х8с და სასწრაფო დახმარების 3 ავტომობილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა