ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ერაყის საზღვართან ტექნიკა და შეიარაღება გადაჰყავს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ნაწილები) ერაყის საზღვართან ტექნიკა და შეიარაღება გადაჰყავს.

აღნიშნული ოპერაცია ვადის ამოწურვასთან არის დაკავშირებული, რომლის განმავლობაში ბაღდათს ერაყის ქურთისტანში განლაგებული ქურთთა დაჯგუფებების განიარაღება უნდა განეხორციელებინა, რადგან თეირანმა აღნიშნული დაჯგუფებები ტერორისტულ დაჯგუფებებად ცნო.

ინფორმაციას ირანული სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს და შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას ურთავს.

საუბარია ტანკების, ჯავშანმანქანების, ზალპური ცეცხლის სისტემებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გადასროლაზე.

„დღეს თეირანში ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფუად ჰუსეინი ჩავიდა. ირანელ კოლეგასთან, ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან შეხვედრის დროს ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული ქურთთა დაჯგუფებების განიარაღების საკითხები და ამ პროცესის ვადები განიხილეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში