ნიკა მელია - მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრისას ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შევიდეს, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი - თუ ერთმანეთის მიმართ ასეთი უნდობლობაა, მაშინ პარლამენტში აღარ უნდა იყო

მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფარული კენჭისყრის პირობებში გამორიცხული არაფერია.

„ფარული კენჭისყრის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. შენ თუ ოპოზიცია გქვია და პარლამენტში ხარ წარმოდგენილი და იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს „ქართული ოცნების სასარგებლოდ“, მაშინ იქ აღარ უნდა იყო და ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული,“ - აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდება, „ქართული ოცნების“ მიზანი, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, მაინც ვერ შესრულდება.

„არამართლზომიერ, მოღალატეობრივ, არასახელმწიფოებრივ, ნებისმიერ მანკიერ ქმედებას პარტიული კუთვნილება არ აქვს. კი ბატონო, ჩვენ მძიმე პრეცედენტები მოგვისმენია, მთელი „ქართული ოცნება“ დგას მოსყიდვაზე წლების განმავლობაში და ვერავინ ვერავის გარანტორად ვერ ჩაუდგება, რომ ეს შეიძლება გამოირიცხოს. მიზანი, მიღწეული არ იქნება მაინც „ქართული ოცნებისთვის“. რომც მოახერხონ [პრეზიდენტის იმპიჩმენტი] თუ მათ ჰგონიათ, რომ დასავლეთმა კანდიდატის სტატუსი ამით შეიძლება არ მოგვცეს და ქართველი ხალხს ზურგს შეაქცევს, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირიქითი შედეგის მომტანი და ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ წაგებულ თამაშს თამაშობს,“ - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება