უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ რუმინელ, ბულგარელ და სლოვაკ კოლეგებთან უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტზე აკრძალვას შენარჩუნებაზე შეთანხმებას მიაღწია

უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, იშტვან ნადის განცხადებით, მან თავის რუმინელ, ბულგარელ და სლოვაკ კოლეგებთან მიაღწია შეთანხმებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქვეყნები უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტზე მოქმედ აკრძალვას შეინარჩუნებენ, თუ ამას ევროკომისია არ გააკეთებს.

ინფორმაციას იშტვან ნადის განცხადებაზე დაყრდნობით, უნგრული გაზეთი Portfolio აქვეყნებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინული საქონლის ჩამონათვალი, რომლის შემოტანაზე აკრძალვა გავრცელდება, შეიძლება გაფართოვდეს.

"მოველაპარაკეთ რუმინელ, ბულგარელ და სლოვაკ კოლეგებს იმის შესახებ, რომ, თუ ბრიუსელმა მორატორიუმის ვადის გაგრძელება შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩვენ ინდივიდუალურად ვიმოქმედებთ, ჩვენი ეროვნული კომპეტენციის ფარგლებში", - განაცხადა ნადიმ.

ამასთან, ევროკომისიაში, ასევე, შევიდა წინადადება უკრაინული აგროპროდუქციის ცალკეული სახეობების იმპორტზე დროებითი აკრძალვის გაგრძელების შესახებ 15 სექტემბრის შემდეგაც, როგორც ამას პოლონეთი და უნგრეთი ითხოვენ.

წინადადება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაელ გეგერმა შეიტანა.

„წინადადება საბაზრო ვითარების ანალიზზე არის დაფუძნებული: დაბალი ფასები, მარცვლეულის შენახვის შეუძლებლობა უკრაინის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უკრაინული ექსპორტის ზრდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯერჯერობით უცნობია, საუბარია შეზღუდვების გაგრძელებაზე მიმდინარე წლის ბოლომდე თუ უფრო მოკლე ვადით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენზე არის დამოკიდებული, მაგრამ ეს შეიძლება აკრძალვის სასარგებლოდ სიგნალი გახდეს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის