რუმინეთმა ნატო-ს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების ნამსხვრევების აღმოჩენის მესამე შემთხვევის შესახებ შეატყობინა

რუმინეთმა ნატო-ს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების ნამსხვრევების აღმოჩენის მესამე შემთხვევის შესახებ შეატყობინა. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაითმა გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს არ გააჩნია რამე ინფორმაცია, რომელიც რუსეთის მიერ ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე განხრახ თავდასხმაზე მიანიშნებდა.

“ოთხშაბათს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე რუმინეთის ელჩმა ნატო-ს მოკავშირეებს რუმინეთთან ახლოს რუსეთის მიერ უკრაინულ საპორტო ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე თავდასხმების შესახებ შეატყობინა. მან მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე უკვე მესამედ აღმოჩნდა ისეთი დრონების ფრაგმენტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს. რუმინეთის ხელისუფლება ყურადღებით რჩება და სრულ გამოძიებას აწარმოებს”, - განაცხადა უაითმა.

მან აღნიშნა, რომ ნატო რუმინეთის ხელისუფლებასთან “მჭიდრო კონტაქტში აგრძელებს ვითარებაზე დაკვირვებას”, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საკუთარ მოკავშირე რუმინეთთან სოლიდარული რჩება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა