ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 300 ადამიანს მიაღწია

ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 300 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ზღვას მუდმივად ათობით ცხედარი გამოაქვს”, - განაცხადა ლიბიის აღმოსავლეთის ადმინისტრაციის მინისტრმა ჰიშამ ჩკიუატმა.

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკარგულად მინიმუმ 10 000 ადამიანი ირიცხება, ხოლო 30 000 იძულებით გადაადგილებულად ითვლება.

“უბრალოდ ადამიანები გვჭირდება, რომელთაც სიტუაცია ესმით - ლოგისტიკური დახმარება, ძაღლები, რომლებსაც ადამიანების ყნოსვა და მიწისქვეშ მათი პოვნა შეუძლიათ. უბრალოდ ჰუმანიტარული დახმარება გვჭირდება, ადამიანები, რომლებმაც იციან რას აკეთებენ”, - აცხადებს ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც BBC-ი ციტირებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის