რუმინეთმა, რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების ნამსხვრევების საკუთარ ტერიტორიაზე აღმოჩენის გამო, რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაიბარა

რუმინეთმა, რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების ნამსხვრევების ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ აღმოჩენის შემდეგ, რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

„13 სექტემბერს ტულჩას ოლქში დრონის ახალი ფრაგმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პროტესტს რუმინეთის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ მოუწოდებს, შეწყდეს რუსეთის მხრიდან უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე რეგულარული თავდასხმები და უპასუხისმგებლო ესკალაცია“, - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება რუსეთის ამ თავდასხმებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და ომის დანაშაულს უწოდებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა ნატოელ მოკავშირეებს და ახორციელებს მათთან კონსულტაციებს რუმინეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე სასწრაფოდ იბარებს რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუმინეთმა ნატო-ს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების ნამსხვრევების აღმოჩენის მესამე შემთხვევის შესახებ შეატყობინა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა