ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ალექსანდრე ლუკაშენკოს „რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს“ უწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში "რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილეა“.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა, რაც უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და ზარალისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, „სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს ჰქონდეს იურისდიქცია, გამოძიება აწარმოოს არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაზე, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებითაც.

რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს მოუწოდებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „გააფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები“ რუსეთის წინააღმდეგ და გამოიყენონ ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციები, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული. რეზოლუციაში ბელარუსი "რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდაა" მოხსენიებული და დაგმობილია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს