რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, ტოდორ ტოგარევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ნატო-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა შავ ზღვაში რუსულ პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი შეიმუშაოს, კერძოდ, რუსეთის მიერ ბულგარეთის შავი ზღვის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადაზე.

ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე, ამ რაიონში სამხედრო წვრთნის ჩატარების გამო, რუსეთმა შავ ზღვაში არსებული ბულგარეთის ეკონომიკური ზონის ნაწილი ნაოსნობისთვის დახურულად გამოაცხადა.

„ბულგარეთი ასეთ ქმედებებს პროვოკაციად აფასებს. ჩვენ ამ პროვოკაციებზე პასუხზე ვმსჯელობთ, როგორც დამოუკიდებლად, ისე ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად“, - განაცხადა ტოგარევმა.

მისივე თქმით, უწყებას ჯერჯერობით არ აქვს შემუშავებული სცენარი ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში უკრაინული პორტებიდან მიმავალ სატვირთო გემებზე რუსეთის მიერ შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.

„მოცემული მომენტისთვის ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მიმავალ სავაჭრო გემებზე თავდასხმის უშუალო რისკი ან საფრთხე არ არის. აღნიშნული წყლები თითოეული ზღვისპირა სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება და სახელმწიფო საზღვრის ნაწილს წარმოადგენს. ტერიტორიულ ზღვაში განხორციელებული თავდასხმა ბულგარეთის რესპუბლიკაზე და ზოგადად ნატო-ზე თავდასხმად შეიძლება აღიქვას“, - დასძინა ტოგარევმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს