შალვა პაპუაშვილი - თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ეს არის სამართლებრივი და მორალური შეფასება ქმედების, რასაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი - ოპოზიცია კი წინმსწრებით ამბობს, რომ მათ კონსტიტუცია არაფრად მიაჩნიათ

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ეს არის სამართლებრივი და მორალური შეფასება იმ ქმედების, რასაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი - წინმსწრებით კი ოპოზიცია ამბობს, რომ მათ კონსტიტუცია არაფრად მიაჩნიათ, მნიშვნელობა არ აქვს დაირღვა თუ არა, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი ფილოსოფიაა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა და კონსტიტუციის უპატივცემლობა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, აქ მთავარია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამ საკითხზე და გამოიტანოს საკუთარი სამართლებრივი ვერდიქტი. ჩვენ ვთქვით, რომ ასი ხმის შეგროვება შეუძლებელია საქართველოს პარლამენტში, ხედავთ კიდევაც, რომ ოპოზიცია ამ საკითხს ეჭიდავება, მათთვის ყველაფერი რაც კონსტიტუციის წინააღმდეგია და შეუძლია განხეთქილება შემოიტანოს, არის სასარგებლო და მისასალმებელი. რა თქმა უნდა, ისინი იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ, მაგრამ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დარღვეულ იქნა კონსტიტუცია, ეს რა თქმა უნდა, უკვე არის სამართლებრივი და მორალური შეფასება იმ ქმედების, რასაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი. ფაქტია, რომ ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტს, რაც თავისთავად აშიშვლებს მათ დამოკიდებულებას კონსტიტუციის მიმართ. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ძირითად კანონზე, რომელზეც ხალხი შეთანხმდა, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფო, ეს არის ჩარჩო, რომლითაც ვმოქმედებთ. ამ ჩარჩოდან, ჩვენი აზრით, პრეზიდენტი საკუთარი ქმედებებით გავიდა. საკონსტიტუციო სასამართლო დადებს სამართლებრივ ვერდიქტს. წინმსწრებით კი ოპოზიცია ამბობს, რომ მათ კონსტიტუცია არაფრად მიაჩნიათ, მნიშვნელობა არ აქვს დაირღვა თუ არა. მათი მთავარი ფილოსოფიაა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა და კონსტიტუციის უპატივცემლობა, რასაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის პირადი ხასიათის ფრენებისთვის საბიუჯეტო თანხები იხარჯებოდა.

„ჩვენმა საზოგადოებამ იცის, ძალიან კი უნდოდათ რაღაც „პიჯაკებად" შეფუთვა ამ ყველაფრის, მაგრამ, სინამდვილეში, საქართველოს ხალხის მიერ გადახდილი ფული „ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ჯიბის ფულად მიაჩნდა, საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ. ეს ყველაფერი ქვითრებითა და სხვადასხვა დოკუმენტებით არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ ასეთი საკითხები გასაჯაროვდეს და თუ არის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ასეთი საკითხები უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის