ენტონი ბლინკენი - აშშ-ს უკრაინაში ორმაგი მიზანი აქვს - რუსეთის გეგმა უკვე ჩაიშალა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინაში ორმაგი მიზანი აქვს: უპირველეს ყოვლისა, ხელი შეუშალონ რუსეთს უკრაინაში რაიმე სახის სტრატეგიული წარმატების მიღწევაში და ასევე დაეხმაროს უკრაინელებს სამხედრო სფეროში, ეკონომიკურად და დემოკრატიულად „ფეხზე დადგომაში“.

"საბოლოო მიზანი, ორმაგია. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ხელი შევუშალოთ რუსეთს უკრაინაში რაიმე სახის სტრატეგიული წარმატების მიღწევაში, რადგან თუ ეს არ მოხდა, ეს იქნება აგრესორების ღია მოწვევა ყველგან", - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში იმის მიღწევა, რასაც ცდილობდა.

"ნამდვილად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო იმის მიღწევა, რის მიღწევასაც ცდილობდა, რადგან მისი მიზანი, როგორც ვთქვი, იყო უკრაინის რუკიდან ამოშლა, მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობის დასრულება, მისი რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს უკვე ჩაიშალა", - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 17 პროცენტს და აშშ-ს სურს, ქვეყანას ამ ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს.

"ჩვენ გვსურს მათ გვერდით ვიდგეთ, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ მათი შესაძლებლობა, დაიბრუნონ ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა წაართვა. რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის დაახლოებით 17 პროცენტს. მაგრამ უკრაინა არა მხოლოდ უნდა გადარჩეს, არამედ აყვავდეს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ საკუთარ ფეხზე დგომა შეძლოს. ეს მიიყვანს უკრაინას იქამდე, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით მტკიცედ დადგეს ფეხზე", - აღნიშნა ბლინკენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო