აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დიდებას აღადგენდა, ახლა ის კიმ ჩენ ინს სთხოვს დახმარებას

შემაშფოთებელია, როცა ხედავ, რომ რუსები საუბრობენ ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობაზე ისეთ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც დაარღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც თავად რუსეთმა მისცა ხმა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის სრული შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როცა კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს რუსეთის ომის მხარდაჭერას, საკმაოდ შემაშფოთებელია.

„ჩვენ ჯერ არ გვინახავს ამ შეხვედრის სრული მანიფესტაცია ან რა იქნება ამ შეხვედრის სრული შედეგები, მაგრამ შემაშფოთებელია, როდესაც ხედავ ამ ორს - ხედავ, რომ კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს რუსეთის ეგრეთ წოდებული „წმინდა ბრძოლის“ უპირობო მხარდაჭერას, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. როდესაც ხედავ გაზრდილ თანამშრომლობას და, ალბათ, სამხედრო ტრანსფერები - როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი აპირებდნენ სამხედრო ტრანსფერების განხილვას - ეს საკმაოდ შემაშფოთებელია", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი დახმარებას კიმ ჩენ ინს სთხოვს, მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ მიდის ომი რუსეთისთვის.

„წელიწადნახევრის წინ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ეს ომი, ფიქრობდა, რომ რუსეთის იმპერიის დიდებას აღადგენდა, ვერ შეასრულა თავისი მაქსიმალისტური, იმპერიალისტური მიზნები და ახლა წელიწადნახევრის შემდეგ, ათიათასობით რუსი ჯარისკაცის დაკარგვისა და მილიარდობით დოლარის დახარჯვის შემდეგ ის დახმარებას სთხოვს კიმ ჩენ ინს.

ასე რომ, ეს რაღაცას ამბობს საერთო კონტექსტზე, თუ როგორ მიდის ეს ომი რუსეთისთვის. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ უკვე განვახორციელეთ მთელი რიგი ქმედებები იმისთვის, რომ სანქციები დავუწესოთ იმ სუბიექტებს, რომლებიც შუამავლობენ იარაღის გაყიდვას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ განვახორციელებთ დამატებით ქმედებებს", - აღნიშნა მილერმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024