რუსეთმა აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„მოსკოვში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს, ლინ ტრეისს, რომელიც 14 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, გადაეცა მკაცრი დემარში ოფიციალური ნოტის წარდგენით აშშ-ს საელჩოს პირველი მდივნის, ჯ. სილინისა და საელჩოს მეორე მდივნის, დ. ბერნშტეინის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო", - აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.

უწყების განმარტებით, ამერიკელმა დიპლომატებმა რუსეთის ტერიტორია 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამერიკელმა დიპლომატებმა შეინარჩუნეს კონტაქტი ამერიკის ინფორმატორთან და ამერიკის საკონსულოს ყოფილ თანამშრომელთან რობერტ შონოვთან.

„აღნიშნული პირები ახორციელებდნენ უკანონო ქმედებებს, აწარმოებდნენ კავშირს უცხო სახელმწიფოსთან „კონფიდენციალურ თანამშრომლობაში“ ბრალდებულ რუსეთის მოქალაქე რ. შონოვთან, რომელსაც ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ მიეცა დავალება რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო