უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.
„ბახმუტის მიმართულებაზე წინ მივიწევთ. ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. სამხრეთ ფლანგზე კი წარმატებით მივიწევთ წინ.
ძირითადი ბრძოლები ანდრეევკას, კურდიუმოვკას, კლეშჩეევკას რაიონებში გრძელდება და იქ კარგი ამბები გვაქვს. ანდრეევკა ჩვენია. დაკავებულ პოზიციებზე ვმაგრდებით“, - წერს მალიარი.