შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპს შეხვდა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კორეის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. დღეს მორიგი შეხვედრა გვქონდა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნენსკრა ჰესის პროექტს და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ საპარლამენტო კავშირების გამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება