ანონსი  15 სექტემბერი

15 სექტემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, როსენ ჟელიაზკოვს შეხვდება.

პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.

თემა: ოთარ ფარცხალაძის სანქცირება

მის: ბროსეს #6

საკონტაქტო: ვასო ურუშაძე - 599 02 40 21

15 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, როსენ ჟელიაზკოვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

15 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სამოქალაქო ფორუმი - „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე" გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ერთად იმსჯელებენ დასმული პრობლემების ირგვლივ და შეიმუშავებენ მათი გადაჭრის გზებსა და რეკომენდაციებს.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: თამარ ინალიშვილი - 577 209 940

15 სექტემბერს, 10:30 საათზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, ბოლო შეფასების დოკუმენტს წარადგენენ სახელწოდებით: „როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ“.

მის: სასტუმრო „რედისონი“.

საკონტაქტო: 595 566 244

15 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

15 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ნიკა ჩერქეზიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში ტრანსპორტირება, შეზღუდული საგაკვეთილო დრო და განათლების დაზიანებული ხარისხი.

15 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221; (C კორპუსი, II სართული)

15 სექტემბერს, 15:30 საათზე, ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართება.

მის: ნიკოლოზ გოცირიძის #2 (ჩუღურეთის რაიონი )

საკონტაქტო: 599 09 49 27

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა