ზურაბ ჭიაბერაშვილი - ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ლაქა ჩამოირეცხოს, ივანიშვილის და მისი „კლანის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა

ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ლაქა ჩამოირეცხოს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი „კლანის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ არის სასიხარულო მოვლენა საქართველოსთვის, რადგან საბოლოო ჯამში ქვეყანა ზარალდება.

„ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ შეზღუდოს რუსული კომპანიები და რუსი მოქალაქეები, დაეხმარონ რუსეთის მთავრობას, რათა აწარმოოს სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში, რომელსაც ძალიან ბევრი მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინელი ბავშვები, ქალები, უდანაშაულო ადამიანები. ზუსტად ამასთან დაკავშირებით ფიგურირებს „ქართული ოცნების“ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ქართული საზოგადოება იცნობს, როგორც გერმანიაში „ბოტასების ქურდს“. გარდა იმისა, რომ ის ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაშია ბრალდებული, ამავდროულად, ამ მოპარულ ფულს ახმარს საქართველოში არჩევნებზე ქუჩაში ადამიანების დაშინებას, კრიმინალის გაძლიერებას და ამ ყველაფერს ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის, ხალხის წინააღმდეგ იყენებს.

ნამდვილად არ არის ეს [სანქიცირება] სასიხარულო მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საბოლოო ჯამში ზარალდება ქვეყანა. აშშ-მ მილიარდობით დოლარი მოახმარა ქართველი ხალხის კეთილდღეობას, არავინ აშშ-ში, საქართველოში ან ევროპაში ბედნიერი არ არის, რომ საქართველო, მისი მოქალაქეები და მისი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბრალდებულნი არიან ასეთ უმძიმეს ბრალდებაში, როგორიც არის რუსეთის - საქართველოს მტრის დახმარება. ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი საშუალება ახლა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ჩამოირეცხოს ეს ლაქა, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოს და ქართველ ხალხს ადებს ივანიშვილი, მისი „კლანი“ და ამ შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე, არის სწორედ ივანიშვილის და მისი „კლანის“, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ყველაფერს აუცილებლად მიაღწევს, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ და ევროატლანტიკური გზისკენ სვლა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო