ენტონი ბლინკენი - სამიზნეში ვიღებთ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ვინც რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ - ვასანქცირებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი შეჰყავს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში წერია.

ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით კიდევ 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასანქცირებენ.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით აშშ-ის ხელისუფლება სამიზნეში იღებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ, და ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ენერგეტიკის სამომავლო წარმოების გაძლიერებაზე.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელზეც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (“ეფესბემ”) ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენისთვის ზემოქმედება მოახდინა”, - წერს ბლინკენი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო