კიმ ჩენ ინმა რუსეთში საავიაციო ქარხანა მოინახულა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის ქალაქ კომსომოლსკ-ონ-ამურში მდებარე საავიაციო ქარხანას ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საავიაციო ქარხნის საინჟინრო ცენტრისა და საწარმოო საამქროების მუშაობას გაეცნო.

რუსული მედია წერს, რომ კომსომოლსკ-ონ-ამურში მდებარე საავიაციო ქარხანა ქვეყნის უდიდესი საავიაციო მწარმოებელი ქარხანაა, სადაც საბრძოლო თვითმფრინავებს, მათ შორის Su-35S-ს აწყობენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მედიას განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში, კიმ ჩენ ინი ასევე გაემგზავრება საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო შესაძლებლობებს დაათვალიერებს.

შეგახსენებთ, კიმ ჩენ ინი რუსეთში სამშაბათს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ვლადიმერ პუტინს. პუტინმა კიმ ჩენ ინთან გამართულ მოლაპარაკებებს „უაღრესად პროდუქტიული" უწოდა, რომელიც, მისივე თქმით, მოიცავდა „აზრთა გულწრფელ გაცვლას“ როგორც რეგიონულ საკითხებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება