თამარ კორძაია - ყველა ადამიანი, ვინც დასანქცირდა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია - თუ ამას ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯები არ მოჰყვა, სანქცირებულთა წრე გაფართოვდება

ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მთავარ პროკურორის, ოთარ-ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, სანქცირებულთა სია გაფართოვდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოთარ ფარცხალაძე ხელისუფლებას ზურგს უმაგრებდა, ამიტომ, საქართველოს გენერალური პროკურორი ხმას არ იღებს.

„როდესაც პრემიერ-მინისტრი მთელ საქართველოს აჩვენებს, რომ მისთვის არც კონსტიტუცია, არც კანონი, არც ანტიკორუფციული ქმედებები არაფერს ნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურორი ხმას არ იღებს, რაც პირდაპირ მისი კომპეტენციაა. დაწუნებული ვარ, ფარცხალაძე, რომელიც მათ ზურგს უმაგრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ მყარად იყოს, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებენ. არ დაგვავიწყდეს, ფარცხალაძის ფიგურა, რომელიც საავტორო უფლებების სფეროში გამოვლინდა, როგორც ამ ქვეყანაში რუსული ფულის შემომტანი. ეს რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩება“,- განაცხადა კორძაიამ.

კითხვაზე, არის თუ არა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ერთგვარი ივანიშვილისთვის,რომ მასთანაც სანქციები მოახლებულია, თამარ კორძაიამ უპასუხა, რომ სანქციების გაფართოება გამორიცხული არ არის.

„ყველა ადამიანი, ვინც დასანქცირდა, არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული და მისი გარემოცვის წევრი ამა თუ იმ ფორმით. ახლა სანქციები გასცდა უკვე სასამართლო სისტემას, ბუნებრივია, თუ ამას ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯები არ მოჰყვა, კიდევ უფრო გაფართოვდება სანქცირებულთა წრე“, - განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, მან მედიასთან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩემი ხმა ამ პროცესს არ ექნება. ეს იმ ფორმით მოხდება, ყველა დარწმუნდება, რომ ჩემი ხმა ამ პროცესს არ ექნება“,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება