კახა კალაძე - „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო, რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ის სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. მსგავსი აქამდე არაფერი ყოფილა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აშშ-ს მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მიმართებით სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული.

„მოვისმინეთ დღეს განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას ხელისუფლება იმის გამო, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი იყო, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ფარცხალაძე დიდი ხანია საჯარო სამსახურში აღარ არის.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეს, ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში. 9 თუ 10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დაკავებულია თავისი კერძო საქმიანობით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლება აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, -განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს