პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის ერთკვირიანი პროგრამა დასრულდა

საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის ერთკვირიანი პროგრამა დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლები ვიზიტის დასასრულს, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრს, ბაია კვიციანს შეხვდნენ.

„ბაია კვიციანმა სტუმრებს გენდერული საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, განხორციელებული აქტივობები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლებმა გენდერულ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, მათი ქვეყნების პარლამენტების გამოცდილებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები საჯარო გამოსვლებისა და მოხსენების წერის ტექნიკის საკითხებს ეუფლებოდნენ. ღონისძიების მონაწილეები, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, ქეთევან კვინიკაძეს და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

ღონისძიებაში საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და აზერბაიჯანის პარლამენტების, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის ფარგლებში გაიმართა. ქალების გაძლიერების ინიციატივის მიზანია ქალების პროფესიული პოტენციალის წარმოჩინების ხელშეწყობა და პროფესიულ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდა. ერთკვირიანი პროგრამა სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა.

პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება