დენის შმიგალი - უკრაინის 2024 წლის ბიუჯეტში არჩევნებისთვის სახსრები არ არის გათვალისწინებული

უკრაინის 2024 წლის ბიუჯეტში არჩევნებისთვის სახსრები არ არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

“მთავრობა არჩევითი ორგანო არ არის, ამიტომ არჩევნები მთავრობას ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. მომავალი წლის ბიუჯეტში არჩევნებისთვის სახსრები არ არის გათვალისწინებული, გრაფაც არ არის “არჩევნებისთვის”, - განაცხადა შმიგალმა.

მან აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას ემთხვევა: "ამ დროისთვის არ არსებობს იურიდიული მექანიზმები და გაგება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ფართომასშტაბიანი ომის პირობებში".

შმიგალის თქმით, ასევე არ არსებობს გაგება თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი სამხედრო მოსამსახურეებს ხმა მიეცათ საბრძოლო ქმედებების ზონაში, როგორ შეძლებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები ასეთ არჩევნებზე დაკვირვებას სახიფათო რაიონებში, ასევე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საზღვარგარეთ წასულ ლტოლვილებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ქვეყნის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ყოველთვის არ არიან დარეგისტრირებულები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო