ფინეთი რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლას კრძალავს

ფინეთი რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლას კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რუსული ნომრების მქონე ავტომობილების ფინეთის ტერიტორიაზე შესვლა აიკრძალება“, - აღნიშნა ვალტონენმა.

მისი თქმით, აკრძალვის გადაწყვეტილება ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა აეკრძალათ რუსების მიერ საკუთარი ავტომობილებით ევროკავშირის საზღვრებში შესვლა და პირადი საქონლის შეტანა, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლეოდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილებისთვის საზღვრები დახურეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში