ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში თავდაცვის ინდუსტრიის ადგილობრივ სიახლეებს გაეცნო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, უწყების ცნობით, ბურჭულაძე ბუდაპეშტში ვიზიტს განაგრძობს.

თავდაცვის მინისტრმა უნგრელი კოლეგისგან ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უნგრულ სამხედრო შესაძლებლობებს გაეცნო.

„მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრულ უპილოტო საფრენი საშუალებების კომპანიას Rotors and Cams ესტუმრა და კომპანიის მიერ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ სამრეწველო, სამართალდამცავი და სამხედრო წარმოების ფართო სპექტრს ადგილზე გაეცნო. სპეციალურად, ქართული დელეგაციისთვის დრონის ტექნოლოგიის სტატიკური ჩვენებაც მოეწყო.

უნგრეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრს კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს. უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მომავალ წელს, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას დაიკავებს, კიდევ უფრო მეტად ექნება საქართველოს მიმართ ხელშეწყობის შესაძლებლობა”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო