ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს

ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს. ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ.

გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა. გოგონა ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც, მაჰსა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, ბევრს კი პატიმრობა მიუსაჯეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო