ირაკლი ქადაგიშვილი - ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული სანქცია პიროვნული ვენდეტის შედეგია - ეს გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პრობლემები შეუქმნას და ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მიიჩნევს, რომ მასზე ამერიკის შეერთებული შტაბების მხრიდან დაკისრებული სანქცია „პიროვნული ვენდეტის შედეგია“.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საქართველოში რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებული მუხტი.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ცდილობენ საქართველო დაადანაშაულონ რუსეთთან კავშირში. ეს განცხადებები, რომელიც ეხებოდა იმას, თითქოს საქართველო არის რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ადგილი, საქართველო ტრანზიტულადაც კი ატარებს რუსეთისკენ იარაღს და ა.შ. ბევრი პოლიტიკოსის მხრიდან მოგვისმენია და მათ შორის უცხოელი ექსპერტების განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით. მოგვისმენია უკრაინელი მაღალჩინოსნების მუქარები, რომ დავასანქცირებთ საქართველოს ამა თუ იმ პიროვნებას, რასაც ორკესტრირებულად მხარს უბამდა ქართული ოპოზიცია. ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონის მეშვეობით იყო გაწეული საქართველოს დასანქცირებისთვის ლოგიკური საქმიანობა. ვხედავთ იმასაც, რომ ერთხელ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო სანქცია შემოიღეს, მაგრამ არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება, განმარტება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ახლაც ხდება ადამიანის დასანქცირება, რომელსაც 10 წელზე მეტია არ აქვს არანაირი შეხება არც სახელმწიფო სტრუქტურებთან, არც საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან. თვითონ ეს ადამიანიც აკეთებს განმარტებას და მიიჩნევს, რომ ეს მასზე პიროვნული ვენდეტის შედეგია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის რადიკალური, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს რამდენიმე მიმართულებით. ერთი მხრივ, ასეთი გადაწყვეტილება იწვევს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების ახალი ტალღის წარმოშობას. ამავდროულად, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პრობლემები შეუქმნას და ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. ჩანს, რომ ეს საქართველოში რადიკალიზაციისთვის ჩამოგდებული მუხტია. ობიექტური ხედვა, რასთან გვაქვს საქმე, ჯერჯერობით არ ჩანს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი