„იუნესკომ“ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფთა სიაში შეიყვანა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ კიევისა და ლვოვის კულტურული ობიექტები განადგურების საფრთხის წინაშე მყოფთა სიაში შეიყვანა.

მედიის ინფორმაციით, საუბარია კიევის წმინდა სოფიას ტაძარსა და მონასტრის შენობებზე, ასევე ლვოვის ისტორიულ ცენტრზე.

“იუნესკოს“ განცხადების მიხედვით, უკრაინის კულტურული ობიექტები საფრთხეში რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოხვდა და ისინი ავიაიერიშების დროს ნებისმიერ დროს შეიძლება განადგურდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს