ვოლოდიმირ ზელენსკი - სექტემბერი დატვირთული იქნება ღონისძიებებით, პარტნიორებთან მუშაობით და გადაწყვეტილებებით, რომლის რეალიზებასაც უკრაინაში მოვახდენთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე თვე მნიშვნელოვანი საგარეო და შიდა მოვლენებით იქნება დატვირთული.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტრადიციულ საღამო მიმართვაში გააკეთა.

„სექტემბრის ძლიერ მეორე ნახევარს ვამზადებთ. ის ძლიერი იქნება, როგორც ღონისძიებებით, პარტნიორებთან ჩვენი საერთაშორისო მუშაობის მიმართულებით, და გადაწყვეტილებებით, რომლის რეალიზებას აქ, უკრაინაში მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვითი ინდუსტრიათა ფორუმში, რომელიც უკრაინაში ჩატარდება, მონაწილეობის მიღება უკვე მსოფლიოს 21 ქვეყნიდან 89 წამყვანმა კომპანიამ დაადასტურა.

„ინტერესი ფორუმისადმი ძალიან მაღალია. ეს სავსებით ასახავს უკრაინის ძალასა და პოტენციალს - ჩვენ უნარიანობას თავი დავიცვათ და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს თავისუფლების შენარჩუნებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო