ოკუპირებულ ტოკმაკში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის სამხედრო ტექნიკის ბაზირების ადგილი გაანადგურეს

ზაპოროჟიეს ოლქში, დროებით ოკუპირებულ ტოკმაკში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის სამხედრო ტექნიკის ბაზირების ადგილი გაანადგურეს.

აღნიშნულ განცხადებას Telegram-ზე მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსული ჯარის მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

„დაბომბვები უფრო ხშირი ხდება - ოკუპანტები უფრო ნაკლები. დღეს ტოკმაკში, რომელიც რუსმა სამხედროებმა სამხედრო ბაზად აქციეს, დაბომბვის ხმა გაისმა. დარტყმა რუსი ოკუპანტების და მათი ტექნიკის ბაზირების ადგილზე განხორციელდა“, - განაცხადა ფედოროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზის მიახლოებასთან ერთად, ასეთი დარტყმები უფრო ხშირი გახდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა