ნიკოლ ფაშინიანი ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებაზე - სხვადასხვა იდეა და შეთავაზება არსებობს, არ მინდა რომელიმე გამოვყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის გამართვის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხი მთლიან სურათში უნდა განიხილონ.

„არსებობს სხვადასხვა შეთავაზებები და იდეები. არ მინდა, ამ იდეებიდან რომელიმე ერთი გამოვყო. ეს არ არის ერთადერთი იდეა, რომლის მიმართაც ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდი “, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთის რესპუბლიკას მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქულ მხარეს, ამ შეთავაზებაზე, ჯერჯერობითარც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი არ მიუღია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის