"რესპუბლიკელი" სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემები დაუყოვნებლივ გადასცეს

"რესპუბლიკელი" სენატორების ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უკრაინისთვის იმ რაკეტების მიწოდება, რომელიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოსაგებად სჭირდება.

წერილში აღნიშნულია, რომ იარაღის არ გაგზავნა „მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და ადამიანების სიცოცხლის ფასი დაჯდება“.

"მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაგზავნოთ MGM-140 ATACMS-ის სისტემები უკრაინაში. გადადება მხოლოდ კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და გაახანგრძლივებს ამ კონფლიქტს", - აცხადებენ ამერიკელი სენატორები.

მათი მტკიცებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს ამ იარაღის მიწოდება საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობებისთვის რაიმე მნიშვნელოვანი რისკის შექმნის გარეშე.

წერილს ხელს აწერენ სენატორები: ტომ კოტონი, როჯერ ვიკერი, სუზენ კოლინზი და ლინდსი გრეჰემი.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში