ფინეთის პრეზიდენტი - ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ, წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია - ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით.

"ჩვენ ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ. წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია და, სამწუხაროდ, უარესობისკენ. ეს არის ფართომასშტაბიანი ომის რისკი. ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა The New York Times-თან ინტერვიუში.

საული ნიინისტოს განმარტებით, მისი გაფრთხილება ნაწილობრივ პასუხია მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკას აკრიტიკებს და ზედმეტად ფრთხილს უწოდებს.

”არსებობს განსხვავება მათ შორის, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს და ვისაც არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თუ იქნება ესკალაცია დიდ ომამდე, ეს იქნება მსოფლიო ომი და ბირთვული რისკი უფრო დიდი გახდება", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა და ყველას მოუწოდა, „გაიგონ იმათ პოზიცია, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია".

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა