ვოლოდიმირ ზელენსკი კლეშჩეევკას გათავისუფლებაზე - მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნებს უკრაინას იმას, რაც მას ეკუთვნის - კლეშჩეევკა! ყოჩაღ!

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც გუშინ დონეცკის ოლქის კლეშჩეევკას დასახლების გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჯარისკაცს, ვინც უკრაინის ცას იცავს. ასევე, ყველას, ვინც ფრონტის ხაზზეა, თითოეულ ბრიგადას. დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ბახმუტის რაიონში ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნებენ უკრაინას იმას, რაც მას ეკუთვნის, 80-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას, მე-5 ცალკეულ მოიერიშე ბრიგადას, 95-ე და ეროვნული პოლიციის გაერთიანებულ მოიერიშე ბრიგადას. კლეშჩეევკა! ყოჩაღ!"- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, კვირას თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ბახმუტის მიმართულებით კლეშჩეევკას დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა