მიხაილო პოდოლიაკი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე - რის შესახებ უნდა მოვილაპარაკოთ? ეს არ არის მოლაპარაკება მშვიდობაზე, ის გვთავაზობს კაპიტულაციას

ვლადიმერ პუტინის ერთადერთი იდეა უკრაინის განადგურებაა, ის მოლაპარაკებებზე საუბრობს მხოლოდ იმისთვის, რომ ეს პაუზა თავისი ჯარების გასაძლიერებლად გამოიყენოს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასოდეს უთქვამს.

"მოლაპარაკება რის შესახებ? ადამიანი შემოვიდა უცხო ტერიტორიაზე, დახოცა ხალხი. მასთან რის შესახებ უნდა მოვილაპარაკოთ? რა მშვიდობაზე? არა, ეს მშვიდობაზე მოლაპარაკება არ არის. ის გვთავაზობს კაპიტულაციას : "უნდა აღიაროთ, რომ სწორად მოვიქეცი, თქვენი ხალხი რომ დავხოცე, რომ მე, ზოგადად, მე მაქვს უფლება, აქ ყველა დაგხოცოთ" - ამაზე უნდა უნდა მოვილაპარაკოთ?" - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ ჰააგაში შეიძლება წარიმართოს და დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ ეს გაიგოს.

"ვერ დაელაპარაკები მკვლელს, რომელიც დემონსტრაციულად კლავს, იმიტომ რომ არ გთავაზობს მშვიდობას, წესებს, არაფერს. ის გთავაზობს დაკანონდეს შენი მოკვლის უფლება", - დასძინა პოდოლიაკმა. მისი თქმით, პუტინს მოლაპარაკებები შესვენებისთვის და უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ მეტი ჯარისკაცის განლაგებისთვის სჭირდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო