კირილ ბუდანოვი - რუსეთსა და ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია, შეიძლება, ზამთრამდე დასრულდეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია ზამთრის დადგომამდე შეიძლება დასრულდეს.

მისი თქმით, რუსეთი ახლა ახორციელებს არასაკმარისი რეზერვების განთავსებას, რომელთა განლაგებასაც ოქტომბრის ბოლომდე არ აპირებდა.

"იმის საპირისპიროდ, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს, მას აბსოლუტურად არ აქვს სტრატეგიული რეზერვი. რუსეთის 25-ე კომბინირებული შეიარაღების არმიას, რომელიც ნაადრევადაა განლაგებული აღმოსავლეთ ფრონტზე ლიმანისა და კუპიანსკის გარშემო, აქვს იმ ცოცხალი ძალის მხოლოდ 80% და აღჭურვილობის 55%, რომელიც უნდა ჰქონოდა", - აცხადებს ბუდანოვი.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მიმდინარე კონტრშეტევაში კარგად მომზადებული მტრის წინააღმდეგ წინსვლის ნელი ტემპი უბრალოდ რეალობის ანარეკლია. მისი თქმით, არ ესმის მათი, ვინც რუსული ხაზების სწრაფი დაშლა იწინასწარმეტყველა.

”ფანქარი ძლიერია თუ სუსტი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებ მას. კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს დრო. ტალახის სეზონის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი და ეს ფაქტია“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა