ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ და წინ წავიწიოთ, პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ.

"რთული სიტუაციაა, სრულიად გულწრფელი ვიქნები. ჩვენ გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და გადავედით კონტრშეტევაზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტრშეტევა არ არის ძალიან სწრაფი, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად წინ მივიწევთ და ტერიტორიის ვათავისუფლებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა ვლადიმერ პუტინს მოსვენება არ მისცენ. „ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად და წინ წავიწიოთ, თუნდაც ის [ნახევარ მილზე ან ას [მეტრზე] ნაკლები იყოს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის