კირილ ბუდანოვი - რუსები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადებიან - დაიწყონ და პასუხსაც მიიღებენ

უკრაინა ემზადება იმისთვის, რომ უპასუხოს რუსი ოკუპანტების შესაძლო თავდასხმებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შემოდგომასა და ზამთარში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინა მუშაობს შეზღუდული შეკავებისა და სამაგიეროს მიზღვის პოზაზე, რათა დაუპირისპირდეს ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მოსალოდნელ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს."დაიწყონ, პასუხსაც მიიღებენ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ მტერი ოდესმე დანებდება, რადგან ომი თან სდევს რუსეთის მთელ ისტორიას. "გვესმის, რომ ომს არ დავასრულებთ მოსკოვში გამარჯვების აღლუმით. მაგრამ მოსკოვსაც არ უნდა ჰქონდეს მისი კიევში გამართვის იმედი", - აღნიშნა ბუდანოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“