ჩინეთის საგარეო მინისტრი რუსეთში სერგეი ლავროვს შეხვდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი დღეს, ოთხდღიანი ვიზიტით რუსეთს ეწვევა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ვან ი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება და შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. უწყების ცნობით, დიალოგი ასევე მოიცავს "აზრების დეტალურ გაცვლას უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე".

დასავლური მედია წერს, რომ ვან ის ვიზიტი, სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტს, რომელიც, პეკინში, შესაძლოა, ოქტომბერში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მესამე ფორუმზე დასასწრებად ჩავიდეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა