სოზარ სუბარი - ნინო ლომჯარია, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა - მიხეილ სააკაშვილი, ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოიკვეთა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი.

„თითქოს სიმბოლურია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებას თან დაერთო განცხადება, რომ მას წარადგენენ სახაროვის პრემიაზე. სახაროვი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო გამოაცხადა მცირე იმპერიად და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაიშალოს. ეს იყო ერთგვარი ტრიგერი, ბიძგის მიმცემი სწორედ სეპარატისტული ძალებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის იმ მოძრაობის დაწყებისა, რომელმაც საქართველო მიიყვანა ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით ოკუპაციამდე.

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოქვეყნდა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით.

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს ის რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი, მას უბრალოდ ქარიზმა არ ყოფნის,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე, გაიხსენა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდი და აღნიშნა, რომ ერთადერთი პატიმარი, ვის უფლებებსაც ლომჯარია იცავდა, მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა - მიხეილ სააკაშვილი, ის ადამიანი ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი.

აბსოლუტურად მოგონილი თემაა, თითქოს პატიმრებს ავალებდა ციხის ადმინისტრაცია, რომ როცა ლომჯარია ციხეში შედიოდა დაეწყოთ სტვენა და ხმაური ე.წ. „შუმოკი“. მართლა ძალიან შორს უნდა იყო სახალხო დამცველობისგან, რომ ასე ცუდად გესმოდეს პატიმრის ფსიქოლოგია - ვერავინ აიძულებს პატიმრებს დაუსტვინონ იმას, ვისაც არ უნდათ, რომ დაუსტვინონ,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება