კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე - საჭიროა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკა - როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ცნობილი უნდა იყოს, რა არის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უფრო მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები.

„პირველ რიგში, ალბათ, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, უფრო მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ამბობენ, რომ სანქცირებულია და კონკრეტულ ბრალდებაზეა საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ [სუს-მა] შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო - რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები და უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო